ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ვაჟა-ფშაველა - ქრისტიანობა და წარმართობა

ღონისძიებები

1-ლ ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ვაჟა-ფშაველა - ქრისტიანობა და წარმართობა.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: „გველის მჭამელი“ - ქართული წარმართობის დაისი; ხოგაის მინდი და მერლინი; თინიბექაის ციხე და ამფორტასი; ვაჟა-ფშაველა და ხალხური ეპოსი; წმინდა გიორგი და კაი ყმა; ძველი რაინდული ორდენები; რაინდობა და პოეზია.

დრო: 1-ლი ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები