ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „თანამედროვე ქართული პოეტური მეტყველების ფორმები“

ღონისძიებები

13 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „თანამედროვე ქართული პოეტური მეტყველების ფორმები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ენის მუსიკალური და პროზაული საწყისები პოეზიაში; სიმღერა თუ თხრობა; ვერლიბრი და ბოლორითმიანი ლექსი.

დრო: 13 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები