ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ქართული პოემა და მისი ოთხი „მახარებელი“

ღონისძიებები

17 ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს თავის ლექციათა ციკლს. პირველი შეხვედრის თემაა: „ქართული პოემა და მისი ოთხი „მახარებელი“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: რუსთველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ვაჟა; „ლექსთა გრძელთა თქმა“ და თანამედროვე ქართული პოემის კრიზისი.

დრო: 17 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები