ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და 7 ხელოვნება (III ლექცია)

ღონისძიებები

28 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს: „პოეზია და 7 ხელოვნება“.

ლექციათა ციკლის მესამე ლექციის თემაა: „პოეზია და ქანდაკება“.

ლექციის ფარგლებში, მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: მითი პიგმალიონზე; ხელოვნება - ცოცხალი გალათეა; გოეთეს „ფაუსტის“ ჰომუნკულუსი და და ნიცშეს „ზარატუსტრა“.

დრო: 28 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები