ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „მითოსი-კულტი-პოეზია“ (I ლექცია)

ღონისძიებები

13 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ახალი ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს პირველ საჯარო ლექციას „ელევსინური მისტერიების ცნობიერება“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ბუნება (სტიქიები) და ოლიმპოს ღმერთები, პირველი და მეორე დიონისე, დიონისესა და ადამიანის თვითცნობიერების დაბადების დრამა, ხელოვნება და დიონისეს კულტი.

დრო: 13 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები