ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ლოგოსი და მელოსი - პოეზია და მუსიკა

ღონისძიებები

13 მაისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი, სპეციალურ სტუმართან, კომპოზიტორ მიშა მდინარაძესთან ერთად, ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ლოგოსი და მელოსი; პოეზიადა მუსიკა; ენიდან აზრის (საზრისის) და მელოდიის გამოყოფა, ემანსიპაცია; ვერლიბრი და ბოლორითმოვანი ლექსი; მეტრი, რიტმი, რითმა, მარცვალი.

დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, მოისმინოს შემდეგი აუდიოჩანაწერები: პაულ ცელანის მიერ წაკითხული ლექსი “სიკვდილის ფუგა” და პაოლო იაშვილის მიერ წაკითხული ლექსი “მაგიდა ჩემი პარნასი”; ასევე - პაოლო იაშვილის ამავე ლექსზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები