ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონს გახსნის საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

ღონისძიებები

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონს გახსნის საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), რომელიც დაფუძნდა 2015 წელს და აერთიანებს საქართველოში მოქმედ წამყვან სარეკლამო სააგენტოებს.

ACAG გახდა პროექტის პარტნიორი, რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა პროექტი უფრო მასშტაბური და ეფექტური გავხადოთ. საბოლოოდ კი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სფეროს განვითარებაში.

  • ასოციაციის მისიაა საკომუნიკაციო სააგენტოების საერთო ინტერესების ადვოკატირება საქართველოში გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
  • საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] მიზანია საქართველოში სარეკლამო და მარკეტინგული სფეროს განვითარება, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობა, საზოგადოებაში სარეკლამო/საკონსულტაციო კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა.
  • ასოციაცია წლის განმავლობაში აღრიცხავს რეიტინგებს წინასწარ შერჩეული ფესტივალების საფუძველზე და ყოველწლიურად ავლენს წლის დიზაინსტუდიასა და კრეატიულ სააგენტოს.


სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

#ILIAUNI #DSA #AdsGeorgia #ACAG

 

ბანერები