ONLINE ADS GEORGIA
ღონისძიებები
ADS Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პროექტი, კრეატიულ ინდუსტრიას უკავშირდება და 2017 წლიდან ხორციელდება.
პროექტის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
- გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული და საკომუნიკაციო სააგენტოები;
- ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს;
- მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინდუსტრიის დარგის შესახებ ამ სფეროს წამყვანი და გამორჩეული სპეციალისტებისგან.
პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG], რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში მოქმედ წამყვან სარეკლამო სააგენტოებს აერთიანებს.
2020 წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი ჩატარდება ONLINE ფეისბუქლაივის მეშვეობით და თითოეული სააგენტო გამართავს ერთ შეხვედრას.
მონაწილე სააგენტოების ჩამონათვალი:
- Leavingstone
- Betterfly DDB
- HOLMES&WATSON
- Saatchi & Saatchi Tbilisi
- Ogilvy Georgia
- ჯეპრა • Gepra
- Kollektiv
- Elliot
- Hans & Gruber
- 4MEDIA
- ABK - Creative Tools in Advertising
- Advertwise
- BRID
სააგენტოები ისაუბრებენ მათ მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო კამპანიებზე, გაუზიარებენ გამოცდილებას პროექტის მონაწილეებს ან/და განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში წარმატებისათვის.
- შეხვედრები 8 ივნისიდან დაიწყება და ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, 16:00 საათზე, გაიმართება
- ადგილი: სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდი
- ყველა შეხვედრის თემა წინასწარ გამოცხადდება.
შემოუერთდი პროექტის Facebook ჯგუფს: https://goo.gl/qoviDr
საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727