ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS GEORGIA – Windfor’s – „ტყუილები – რეკლამა და ცუდი რეპუტაცია“

ღონისძიებები

11 იანვარს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 (ფორბსის) აუდიტორიაში  მეორე შეხვედრას გამართავს სააგენტო "Windfor’s"-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ნინო გორდელაძე თემაზე: „ტყუილები - რეკლამა და ცუდი რეპუტაცია".

ღონისძიება ეწყობა 2017 წლის ACAG-ის მონაცემებით საუკეთესო კრეატიული სააგენტო "Windfor’s"-ის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 8-14 იანვარს ილიაუნიში იმართება.

27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA".

პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან.

დრო: 11 იანვარი, 16:30 საათი

ადგილიE405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

"Windfor’s" უკვე 13 წელია წამყვანი კრეატიული სააგენტოა საქართველოს ბაზარზე. განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი:

Dinner with Georgia;
A Guest of Honor - Walking Dead in Tbilisi ;
Vismino ;
Man who always talks;
TBC Game - Deposit Campaign;

დარეგისტრირდიhttps://goo.gl/L9Zcy2

მეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD

პროექტის პარტნიორია Hegemon

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge 
032 2 22 00 09 (270); 592077727

ბანერები