ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS GEORGIA – Windfor’s-ის კვირეული

ღონისძიებები

27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA".

პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან.

8-14 იანვარს ADS Georgia-ს ფარგლებში ილიაუნიში გაიმართება 2017 წლის ACAG-ის მონაცემებით საუკეთესო კრეატიული სააგენტო "Windfor’s"-ის კვირეული. პირველ შეხვედრას გამართავს სააგენტოს აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ნინო გორდელაძე, რომელიც ისაუბრებს Windfor’s-ის გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე.

Windfor’s უკვე 13 წელია წამყვანი კრეატიული სააგენტოა საქართველოს ბაზარზე. ის სრული სერვისის მქონე სააგენტოა, რომელიც მარკეტინგულ გადაწყვეტილებებსა და არაერთი სახის კრეატიულ პროდუქტს სთავაზობს კლიენტს (იქნება ეს შემდგარი, მსხვილი ბიზნესი თუ დამწყები სტარტაპი). Windfor’s ასეთი ხედვა ჰქონდა: მსოფლიო კრეატივის რუქაზე საქართველოს თავისი ადგილი მოეპოვებინა და გარკვეული წვლილი შეიტანა ამ კუთხით, თუნდაც მოპოვებული საერთაშორისო ფესტივალების (როგორებიცაა: კანის ლომები, ევრობესტი, გოლდენ ჰემერი და ა.შ.) ჯილდოების სახით. ცხადია, სააგენტო განაგრძობს ქართული კრეატივის განვითარებაში წვლილის შეტანას, მუშაობს ადგილის გამყარებასა და უფრო მკაფიოდ წარმოჩენაზე.

შარშან ACAG-ის (Association of Communication Agencies of Georgia) ოფიციალური მონაცემებით Windfor’s საქართველოს საუკეთესო კრეატიული სააგენტო გახდა და ჯერჯერობით წელსაც ინარჩუნებს პირველ ადგილს.

დრო: 9 იანვარი, 16:30 საათი

ადგილი: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD

პროექტის პარტნიორია Hegemon

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge 
032 2 22 00 09 (270); 592077727

ბანერები