ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia - შეხვედრა სააგენტო "JWT Metro"-ის წარმომადგენლებთან

ახალი ამბები

დღეს, 19 დეკემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 (ფორბსის) აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტის "ADS Georgia" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრეატიული სააგენტო "JWT Metro"-ს წარმომადგენლებთან:

  • გრაფიკული დიზაინერი ანანო კახიანი
  • სინიორ ექაუნთ მენეჯერი ალექს ჩიქოვანი
  • სინიორ ქოფირაითერი ზუკა ბერძენიშვილი
  • სინიორა ქოფირაითერი ელენე შენგელია

სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ სპეციფიკაზე, რომლითაც JWT Metro გამოირჩევა თავის საქმიანობაში და განიხილავენ რამდენიმე მნიშვნელოვან განხორციელებულ საკომუნიკაციო კამპანიას:

✅ საყოველთაო სეკრეტ-სანტა;
✅ ანბანით მოთხრობილი საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე;
✅ ალდაგი – შეცვლილი ახალი წელი;
✅ სიცოცხლის ხე – ეტლებით გადაკეტილი პარკინგი;
✅ აჭარის ტურიზმის სააგენტო – Colors of Ajara.

შეხვედრის ბოლოს დაანონსდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც ჩვენი პარტნიორი კომპანია Hegemon-ისგან საინტერესო პრიზებს მიიღებენ.

 

ბანერები