ADS Georgia – შეხვედრა კრეატიულ სააგენტო "Marmelads"-თან
ღონისძიებები
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაის-ივნისში განახორციელებს პროექტ “ADS Georgia”-ს მეორე ეტაპს, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას.
ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს.
10 მაისს გაიმართება მეორე შეხვედრა კრეატიულ სააგენტო Marmelads-თან.
სოციოლოგი და სააგენტოს კრეატიული დირექტორი სანდრო გაბისონია ისაუბრებს ბრენდის იდენტობის შექმნაზე.
თანამედროვე მარკეტინგში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაიზარდა მომხმარებელთან კომუნიკაციის საშუალებები და ძირეულად შეიცვალა ურთიერთობების ფორმები. ეს ახალი ამოცანის წინაშე აყენებს ბრენდებს, რომლებმაც ფეხი უნდა აუწყონ ამ გამოწვევას. ნებისმიერი სარეკლამო საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული ბრენდის
სრულყოფილად ჩამოყალიბებულ იდენტობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის საფუძველი სწორად და ზუსტად იყოს განსაზღვრული, რაზეც წარმატებული მარკეტინგი აიგება.
დრო: 10 მაისი, 16:00-19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 405 (ფორბსის) აუდიტორია
პროექტის შესახებ სისტემატურად რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით, დარეგისტრირდით ლინკზე.
მონაწილე სტუდენტები, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს, მიიღებენ სერტიფიკატს, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ “ADS Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში.
მეტი ინფორმაციისთვის:
- იხილეთ პროექტის აღწერა: – ADS Georgia - კრეატიული სააგენტოები საქართველოში – II ეტაპი
- გაწევრიანდი პროექტის Facebook ჯგუფში
- იხილეთ შეხვედრების სრული განრიგი
საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727