ADS Georgia -- შეხვედრა "JWT METRO"-ის კრეატიულ დირექტორთან, ეკა ყიფიანთან
ღონისძიებები
27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA".
21 დეკემბერს კრეატიული სააგენტო "JWT Metro"-ს მეორე შეხვედრას გამართავს კომპანიის კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი თემაზე: „ინსაითი და იდეის კავშირი“.
JWT Metro ათი წელია არსებობს. აქედან უკანასკნელი ხუთი, როგორც JWT Metro – J. Walter Thompson-ის გლობალური ოჯახის წევრი.
დრო: 21 დეკემბერი, 16:30 საათი
ადგილი: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სრულად პროექტის შესახებ: https://www.facebook.com/events/193428621205678/
დაინტერესებულები გაერთიანდით ADS Georgia-ს Facebook ჯგუფში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270)