ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში

ღონისძიებები

''ADS Georgia'' ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ძირითადი სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს, გაუღვივდეთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ და მიიღონ სრული ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ.

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG], რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და აერთიანებს საქართველოში მოქმედ წამყვან სარეკლამო სააგენტოებს.

პირველი ეტაპის ვიდეოლექციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2qLkwZA

2019 წლის სეზონს აპრილის დასაწყისში გახსნის  საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG], ხოლო შეხვედრები სააგენტოებთან გაგრძელდება მთელი სემესტრის განმავლობაში (ივნისის ბოლომდე).

პროექტი ხორციელდება ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტთან თანამშროლობით.

მონაწილე სააგენტოების ჩამონათვალი:

  • სააგენტოები ისაუბრებენ მათ მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო კამპანიებზე, გაუზიარებენ გამოცდილებას პროექტის მონაწილეებს და განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია სარეკლამო სფეროში წარმატებისათვის.
  • ყველა შეხვედრის თემა დაანონსდება წინასწარ.
  • პროექტი მოიცავს გასვლით სკოლას, რომელში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად დაესწრებიან შეხვედრებს და შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას.  აქტიურად ჩართული სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.


პროექტის პირველი ეტაპის ვიდეოლექციები: https://bit.ly/2qLkwZA

▶ ვის შეუძლია მონაწილეობა?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტს

▶ როგორ?

შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/1ukviB

შემოუერთდი პროექტის Facebook ჯგუფს: https://goo.gl/qoviDr

▶როდის?

პროექტი "ADS Georgia" გაიმართება ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, 16:30-19:00 საათებში, E 405 (ფორბსის) აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5).

იხილეთ განრიგი:

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG]

  • 1-ლი აპრილი

ჯეპრა • Gepra

  • 5 აპრილი
  • 10 მაისი

SocialSharks

  • 8 აპრილი
  • 12 აპრილი

HOLMES&WATSON

  • 15 აპრილი
  • 19 აპრილი

Leavingstone

  • 22 აპრილი
  • 24 აპრილი

Mr. Wolf

  • 3 მაისი

Kollektiv

  • 6 მაისი

JWT Metro

  • 13 მაისი
  • 17 მაისი

Redberry • რედბერი

  • 20 მაისი
  • 24 მაისი

Windfor's

  • 27 მაისი
  • 31 მაისი

Saatchi & Saatchi Tbilisi

  • 3 ივნისი
  • 7 ივნისი

Elliot Webber

  • 10 ივნისი
  • 14 ივნისი

ABK - Creative Tools in Advertising

  • 17 ივნისი

Advertwise

  • 21 ივნისი

BRID

  • 24 ივნისი
  •  28 ივნისი

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები