ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2020 – Saatchi & Saatchi

ღონისძიებები

ADS Georgia 2020-ის მომდევნო შეხვედრას გამართავს ციფრული მარკეტინგული
სააგენტო Saatchi & Saatchi.

  • Saatchi & Saatchi-ის, გლობალური კრეატიული სააგენტოს, ისტორია ლონდონში1970 წელს პატარა სტარტაპით დაიწყო. მას ახალგაზრდა, ამბიციური და ექსცენტრიული ძმები სააჩები მართავდნენ.
  • დღეს Saatchi & Saatchi მსოფლიოს 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მესამე,ყველაზე მსხვილი, სარეკლამო ქსელის, Publicis Group-ის წევრია.
  • Saatchi & Saatchi სრული ციკლის ინტეგრირებულ საკომუნიკაციო სააგენტოთაქსელია. სააგენტოს მიზანია, იპოვონ მომხმარებლის ემოციური ტრიგერები, მათზეზემოქმედება მოახდინონ და შთაბეჭდილება დატოვონ.
  • სააგენტო ცნობილი გახდა თავისი დაბალბიუჯეტიანი სოციალური კამპანიებით. ამ ტრადიციას ქართული ოფისიც აგრძელებს.
  •  საქართველოში Saatchi & Saatchi Tbilisi 2011 წელს გაიხსნა. სააგენტო აქტიურად

მონაწილეობს ACAG-ის მიერ დაგეგმილ პრინტკონკურსებში.

დრო: 23 ივლისი, 16:00 საათი
ადგილი: სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი

პროექტის შესახებ: t.ly/LsrF
Facebook ჯგუფი: t.ly/va9w

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).
#AdsGeorgia #ILIAUNI #DSA #ACAG #SAATCHI

ბანერები