ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2020 – Leavingstone

ADS Georgia 2020-ის ბოლო მონაწილე იქნება კრეატიული სააგენტო Leavingstone.

  •  Leavingstone ბაზარზე გამოჩნდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზემეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება, მათ შორისაა: Cannes Lions, Eurobest, London international awards და სხვ. ლივინგსტონი ერთ-ერთი იმ სააგენტოთაგანია, რომელმაც საქართველო საერთაშორისო სარეკლამო რუკაზე მონიშნა.
  • აღსანიშნავია, რომ ჯილდოებს Leavingstone-მა საერთაშორისო სარეკლამოფესტივალის White Square 2020-ის ჯილდოებიც შემატა: ერთი ვერცხლი – „ტერაბოტინი", Influencer Campaign  და ერთი ბრინჯაო – „ცოდნას მივყავართთავისუფლებამდე", Outdoor Ambient (იხილეთ სტატია – https://cutt.ly/4dDt8HN ).
  • 2019 წელს განხორციელდა ცვლილებები როგორც ლივინგსტონის მენეჯმენტში, ასევე სააგენტოს სტრუქტურაში.
  • Leavingstone-ის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი, ვებმობაილ დეველოპმენტი, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული მედია.
  •  სააგენტო აქტიურად მონაწილეობს ACAG-ის მიერ დაგეგმილ პრინტკონკურსებშიც.

შეხვედრები გაიმართება ორ ნაწილად – ორშაბათსა და ხუთშაბათს. მომხსენებელი იქნება სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage.

თემების შესახებ ინფორმაცია მალე დაიდება ჩვენს გვერდზე.

დრო: 10, 13 აგვისტო, 16:00 საათი
ადგილი: სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი

პროექტის შესახებ: t.ly/LsrF
Facebook ჯგუფი:  t.ly/va9w

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

#AdsGeorgia #ILIAUNI #DSA #ACAG #Ogilvy #Leavingstone

ბანერები