ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Socialsharks – პროდუქტის ფოტო და მისი მნიშვნელობა

ღონისძიებები

პროექტის ADS georgia 2019-ის ფარგლებში სოციალური მედიის მარკეტინგის კომპანიის “Socialsharks” მეორე შეხვედრას გამართავს კომპანიის კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერი დათო საბეკია, რომელიც ისაუბრებს თემაზე: „პროდუქტის ფოტო და მისი მნიშვნელობა.

“Socialsharks” სოციალური მედიის მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან მუშაობს და დღემდე 300-ზე მეტ კლიენტს მოემსახურა.

მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • ფოტოგრაფია და მისი მნიშვნელობა;
  • ფოტოაპარატი და მისი ძირითადი მახასიათებლები; 
  • პროდუქტის ფოტოს მნიშვნელობა ბრენდის კომუნიკაციაში; 
  • Case Study; 
  • ფოტომასალის გამოყენება სოციალურ მედიაში – Instagram.

შეხვედრის ბოლოს განიხილება პირველ შეხვედრაზე სტუდენტებისათვის მიცემული დავალება – სტუდენტების გადაღებული შესაბამის სოციალური მედიაზე მორგებული მოკლე ვიდეორგოლი.

დრო: 12 აპრილი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები