ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Socialsharks – კონტენტის მობილურ პლატფორმებზე მორგების გზები და მნიშვნელობა

ღონისძიებები

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონის პირველი კვირეული დაეთმობა სოციალური მედიის მარკეტინგის კომპანია “Socialsharks”-ს, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან მუშაობს და დღემდე 300-ზე მეტ კლიენტს მოემსახურა.

“Socialsharks”-ის კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერი დათო საბეკია ისაუბრებს თემაზე: „კონტენტის მობილურ პლატფორმებზე მორგების გზები და მნიშვნელობა”.

საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რატომ უნდა მოვარგოთ კონტენტი მობილურის ეკრანს
  • ვიდეოკონტენტი
    • საინტერესო ფაქტები და ძირითადი განსხვავებები
    • სტატისტიკური მონაცემები და ინსაითები
    • იმპლემენტაცია
  • გამოწვევები
  • Instagram story
    • როგორ მუშაობს
    • რა გავლენას ახდენს ROA-ზე
    • რა გავლენას ახდენს ცნობადობაზე
    • მაგალითები
  • კრეატიული ინსტრუმენტები
    • როგორ გადავიღოთ ვიდეო მარტივად
    • ტოპ 10 აპლიკაცია
  • Case study
    • New York Life
    • Ford

შეხვედრის ბოლოს პროექტის მონაწილე სტუდენტებს მიეცემათ დავალება, რომელსაც მეორე შეხვედრის (12 აპრილი) ბოლოს განვიხილავთ.

დრო: 8 აპრილი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია

ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

#ILIAUNI #DSA #AdsGeorgia #ACAG


საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727

 

ბანერები