ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Socialsharks-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონის პირველი კვირეული დაეთმობა სოციალური მედიის მარკეტინგის კომპანია “Socialsharks”-ს, რომელიც ჩეხური ციფრული მედიის მარკეტინგის კომპანიაა და ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ფუნქციონირებს.

არსებობის განმავლობაში კომპანიას უთანამშრომლია მსოფლიო ოთხ კონტინენტზე, 300-ზე მეტ კლიენტთან, ისეთებთან, როგორებიცაა: Ferrero, Wings For Life, Lidl, Kutaisi
International Airport და სხვ.

შარკები სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავენ ორშაბათს, 8 აპრილს, და პარასკევს, 12 აპრილს. პირველ შეხვედრაზე, შესაბამისი თემის განხილვის შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ დავალებას, რომელსაც კომპანია მეორე შეხვედრის ბოლოს სტუდენტებთან ერთად განიხილავს.

დრო: 8 აპრილი, 12 აპრილი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია

ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

#ILIAUNI #DSA #AdsGeorgia #ACAG


საკონტაქტო ინფორმაცია:
student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები