ADS Georgia 2019 – შეჯამება
ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის პირველი სეზონიც 2017-18 წლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს, გაუღვივდეთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ და მიიღონ სრული ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ.
მეორე მხრივ, სააგენტოებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი საქმიანობა და სამუშაო სპეციფიკა გააცნონ ახალგაზრდებს და მათ შორის იპოვონ პოტენციური თანამშრომლები.
2019 წელს ADS Georgia-ს პარტნიორი გახდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG], რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში მოქმედ წამყვან სარეკლამო სააგენტოებს აერთიანებს.
2019 წლის 1-ლ ივლისს დასრულდა პროექტის მეორე სეზონი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებთან შეხვედრები, ტრენინგ-სემინარები ჩაატარეს შემდეგმა სააგენტოებმა:
- Redberry • რედბერი
- HOLMES&WATSON
- Leavingstone
- JWT Metro
- Windfor's
- Elliot
- Saatchi & Saatchi Tbilisi
- Socialsharks
- Mr. Wolf
- ჯეპრა • Gepra
- Kollektiv
- Ogilvy
- ABK
- AdvertWise
- BRID
- McCann Tbilisi
სულ გაიმართა 25 შეხვედრა, რომლებზე დეტალური ინფორმაციაც შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ონლაინპლატფორმის შექმნა, რომელზეც განთავსდება კრეატიული სააგენტოების მიერ ჩატარებული შეხვედრები/ონლაინ ლექციები. შესაბამისად, ყველა მსურველსა თუ დაინტერესებულ პირს შეეძლება სფეროს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევის განვითარება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა სააგენტოს გაწეული სამსახურისთვის.