ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 –Saatchi & Saatchi – „რა სურთ კლიენტებს?!“

ღონისძიებები

პროექტის ''ADSgeorgia – 2019'' წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა საკომუნიკაციო სააგენტოს Saatchi & Saatchi, რომელიც გლობალური, კრეატიული ორგანიზაციაა.

სააგენტოს ისტორია 1970 წელს ლონდონში დაიწყო. საქართველოში Saatchi & Saatchi 2008  წელს დაფუძნდა და გლობალური ბრენდებისთვის ადგილობრივ რესურსებს იყენებს.

Saatchi & Saatchi-ის კრეატიული დირექტორი გვანცა დათუაშვილი ისაუბრებს თემაზე „რა სურთ კლიენტებს?!“ (არაკი იმ პირველი ნაბიჯისა,  რომელიც 1000-მილიან მოგზაურობას იწყებს და რეალურად სადღაც მივყავართ).

საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რა არის ბრიფი?
  • რა საჭიროა ბრიფი?
  • რა უნდა იყოს ბრიფში?
  • ბიზნესგამოწვევებისა და მიზნების განხილვა, ანუ როგორ გავიგოთ, რომ სწორ გზას  ვადგავართ.
  • მიზნობრივი აუდიტორია, ანუ ვის მივმართავთ.
  • მცირედი კონტექსტი, ანუ რატომ დაგიჯეროთ.
  • დავალება, ჩემგან რას მოითხოვთ?
  • ჩამოვყალიბდეთ.

დრო: 3 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგიhttp://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფიhttps://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 0009 (270), 592077727

ბანერები