ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Saatchi & Saatchi – კვირეული

ღონისძიებები

პროექტის ''ADSgeorgia – 2019'' წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა საკომუნიკაციო სააგენტოს Saatchi & Saatchi, რომელიც გლობალური, კრეატიული ორგანიზაციაა.

სააგენტოს ისტორია 1970 წელს ლონდონში დაიწყო. საქართველოში Saatchi & Saatchi2008  წელს დაფუძნდა და იყენებს ადგილობრივ რესურსებს გლობალური ბრენდებისთვის.

Saatchi & Saatchi იდეების გენერატორი სააგენტოა, რომელიც იწვევს რეპუტაციის ტრანსფორმირებას, ცვლის კლიენტების ბიზნესსა და  ბრენდებს. დაარსების დღიდანვე მათი კრეატიული ფილოსოფია თამამ და პროვოკაციულ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული.

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სარეკლამო კომპანიები, კრეატივი, კვლევა და რეპორტინგი, მედიაპორტფოლიოების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, ბრენდინგი.

სააგენტოს მიღწევები: Awards:Golden Hammer: 3 Gold and 1 Silver, Adblacksea: Gold

სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 3 ივნისს, და პარასკევს, 7 ივნისს.

დრო: 3 და 7 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


 

ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 220009 (270), 592077727

ბანერები