ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – RedBerry-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის ADS georgia 2019 წლის სეზონის შემდეგი შეხვედრა დაეთმობა შემოქმედებით ციფრულ სააგენტოს RedBerry, რომლის ისტორიაც 2014 წელს დაიწყო. სააგენტოს არაერთი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია აქვს განხორციელებული და 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

RedBerry სერვისები აერთიანებს ხუთ ძირითად მიმართულებას:

  • კრეატიული სერვისები – დიზაინსერვისები და კონტენტის შექმნა ციფრული მედიისთვის;

  • ციფრული პროდუქტების დიზაინი და დეველოპმენტი, როგორებიცაა: ვებგვერდები, მობილური აპლიკაციები, სხვადასხვა კომპლექსური სისტემა  და პლატფორმა;

  • ციფრული მედიადაგეგმარება, მონაცემების ანალიზი და ციფრული გაყიდვების მართვა;

  • ფოტო და ვიდეოკონტენტის ფროდაქშენი;

  • საკონსულტაციო სერვისები – ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის შემუშავება ბრენდებისთვის როგორც პროდუქტების განვითარების, ასევე კომუნიკაციისა და გაყიდვების მხრივ.

RedBerry-ის  სტრატეგიული გუნდი უზრუნველყოფს, რომ კლიენტებმა კომპანიის სერვისები ინტეგრირებულად მიიღონ და სწორედ ესაა რედბერის ძლიერი მხარე: ჩვენი დაკვირვებით, რაც უფრო მეტი მიმართულებით ვთანამშრომლობთ კონკრეტულ ბრენდთან, მით მეტია ბიზნესშედეგი, რასაც კლიენტთან ერთად ვაღწევთ.“ ©  RedBerry

შეგიძლიათ იხილოთ ADS Georgia-ს პირველი სეზონის ფარგლებში RedBerry- ის შეხვედრების ვიდეოლექციები:

სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართება ორშაბათს, 20 მაისს, და პარასკევს, 24 მაისს.

დრო: 20 მაისი, 24 მაისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები