ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Ogilvy– „ოგილვის ისტორია“

ღონისძიებები

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონის შემდეგი შეხვედრა დაეთმობა კრეატიულ სააგენტოს Ogilvy, რომელიც 70-წლიანი ისტორიის მქონე გლობალური კრეატიული სააგენტოა. კომპანია დააარსა დეივიდ ოგილვიმ, რომელიც მსოფლიოში სარეკლამო სფეროს გურუდაა აღიარებული.

კრეატიული სააგენტო Ogilvy წარმოდგენილია 83 ქვეყანაში 132 ოფისით, მათ შორის უკვე საქართველოშიც. კომპანია კლიენტს სთავაზობს სრულ სარეკლამო მომსახურებას, რომელიც იქმნება Ogilvy საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

Ogilvy-ის აღმასრულებელი დირექტორი რობი გველუკაშვილი და სააგენტოს  კრეატიული დირექტორი თეონა ლატალი  ისაუბრებენ  თემაზე: „ოგილვის ისტორია“.

საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ოგილვის ისტორია;
  • რატომ Ogilvy და არა სხვა?
  • რა გავლენას მოახდენს Ogilvy ქართულ სარეკლამო ბაზარზე;
  • კომპანიის სამომავლო გეგმები;


დრო:15 მაისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები