ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Mr. Wolf-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის ADS georgia 2019 წლის სეზონის მეოთხე კვირა დაეთმობა საკომუნიკაციო სააგენტოს Mr. Wolf, რომელსაც აქვს როგორც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობის, ასევე ქართულ სტარტაპებთან მუშაობისა და მათთვის გაყიდვების გაზრდის გამოცდილება.

Mr. Wolf გამოწვევებზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს მარკეტინგული მომსახურებების სრულ პაკეტს, ესენია: ბრენდინგი, სარეკლამო მასალის შექმნა, ვიდეო, ფოტო, პრინტი, ანიმაცია, ვებგვერდის დამზადება, აპლიკაციის შექმნა, სოციალური მედიის მართვა, ყველა ზემოხსენებულის ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციად/კამპანიად დაგეგმვა და აღსრულება.

სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება 3 მაისს, პარასკვს.

დრო: 3 მაისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი:http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული:https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი:https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)
 

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

 

ბანერები