ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – McCann – საკომუნიკაციო კამპანიების განხილვა

ღონისძიებები

პროექტის „ADS georgia“ 2019 წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა მარკეტინგულ კომპანია McCann-ს, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან არსებობს და ერთ-ერთია 180 მსოფლიო ფილიალს შორის.

McCann 1930 წელს ნიუ-იორკში დაარსდა და წამყვანი გლობალური მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც თანამედროვე მარკეტოლოგებს თავის სეგმენტში საუკეთესო სტრატეგიითა და კრეატიული სერვისით უზრუნველყოფს, პასუხობს რა ბრენდის მოთხოვნებს ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით.McCann-ის ჯგუფი სარეკლამო კომპანიების ტოპხუთეულშია ყველა იმ ქვეყანაში, რომლებშიც ოპერირებს.

McCann ქმნის მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბრენდის ტრანსფორმირებასა და ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს.

ძირითადი საქმიანობა: ბრენდის სტრატეგია, შემოქმედებითი განვითარება, მარკეტინგული კომუნიკაცია.

McCann-ის კრეატორი ირა ჭელიძე განიხილავს საკომუნიკაციო კამპანიებს. 

  • ქართული ენა სქესს არ ასხვავებს;
  • იყო ერთი გოგო.

დრო: 28 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგიhttp://bit.do/AdsGeo-ganrigi 

სარეგისტრაციო ბმულიhttps://goo.gl/1ukviB 

Facebook ჯგუფიhttps://goo.gl/qoviDr 

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 0009 (270), 592077727

ბანერები