ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – McCann-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის ADS Georgia 2019 წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა მარკეტინგულ კომპანია McCann-ს, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან არსებობს და ერთ-ერთია მსოფლიოს 180 ფილიალს შორის.

McCann 1930 წელს ნიუ-იორკში დაარსდა და წამყვანი გლობალური მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც თანამედროვე მარკეტოლოგებს თავის სეგმენტში საუკეთესო სტრატეგიითა და კრეატიული სერვისით უზრუნველყოფს, პასუხობს რა ბრენდის მოთხოვნებს ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით. McCann-ის ჯგუფი სარეკლამო კომპანიების ტოპხუთეულშია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს.

„როცა დამკვეთი და სააგენტო ჭეშმარიტად ერთად მუშაობენ, დიდი ამბები ხდება!

ჩვენი ბრენდის ფილოსოფიაა სიმართლე და მისი ტრანსფორმაცია.

ისეთი ჭეშმარიტება, რომელსაც, ბრენდის საჭიროებებიდან გამომდინარე, ქცევის შეცვლა შეუძლია. ჩვენი ამოცანაა, პროფესიული სერვისით მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ ჩვენი დამკვეთებისთვის. ჩვენი მისიაა შევქმნათ გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებლებზე გავლენას ეფექტურად მოახდენს.“ © McCann

McCann – ქმნის მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბრენდის ტრანსფორმირებას და ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს.

ძირითადი  საქმიანობა: ბრენდის სტრატეგია, შემოქმედებითი განვითარება, მარკეტინგული კომუნიკაცია

სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 28 ივნისს.

დრო: 28 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი:  http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები