ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 –leavingstone-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონის  მესამე კვირა დაეთმობა შემოქმედებით ციფრულ სააგენტოს  leavingstone, რომელიც  2010 წელსდაფუძნდა  და არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

Leavingstone ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო სააგენტოა კავკასიის რეგიონში.

საგენტოს ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემოქმედებითი კამპანიების შექმნას, ვებდიზაინს, ვებ და მობილური აპლიკაციების დამუშავებას, ბრენდის ჩამოყალიბებას, რეკლამისა და სოციალური მედიის ანალიზს.

სააგენტო  ემსახურება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზრის ბიზნესბრენდებს. 2014 წლის ოქტომბერში სააგენტო Google-ის პირველი ოფიციალური პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში.  2016 წლის სექტემბერში ლივინგსტონი საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარეს Ad Black Sea ფესტივალზე.

შეგიძლიათ იხილოთ ADS Georgia-ს პირველი სეზონის ფარგლებში  leavingstone ის შეხვედრების ვიდეოლექციები:

სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართება ორშაბათს, 22 აპრილს, და ოთხშაბათს, 24 აპრილს.

დრო: 22 აპრილი, 24  აპრილი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


 

ღონისძიების სრული განრიგი:http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული:https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი:https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)
 

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები