ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Kollektiv-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის ''ADS georgia – 2019'' წლის სეზონის მეხუთე კვირა დაეთმობა კომპანიასKollektiv, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების თანამშრომლობის შედეგად 2016 წელს დაფუძნდა და საქართველოს გარდა საერთაშორისო ბაზარზეც ასპარეზობს.

„კომპანიაKollektiv, დიზაინ/ბრენდინგ სტუდიაა. სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამო პროექტებზე დისტანციურად მუშაობა გვიწევდა, ხოლო თბილისში დაბრუნების შემდეგ ძალების გაერთიანება და კომპანიის შექმნა გადავწყვიტეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომელთათვისაც მუდმივი სიახლე მათი განვითარების მთავარი პრინციპია, აქედან გამომდინარე, ყველა პროექტს ბოლომდე ვითავისებთ და მაქსიმალურ ძალას ვდებთ მისი საბოლოო და სასურველი სახის ჩამოყალიბებისათვის“. ©Kollektiv

სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება, 6 მაისს, ორშაბათს.

დრო: 6 მაისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები