ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – JWT Metro – „100%-იანი ფასდაკლება ტატუსთვის”

ღონისძიებები

პროექტის ''ADS georgia – 2019'' წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა საკომუნიკაციო სააგენტოსJWT Metro, რომელიც დაფუძნდა 2007 წელს და J. Walter Thompson-ის გლობალური ოჯახის წევრია. JWT მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სააგენტოა, რომელიც WPP-ის ჰოლდინგში შედის, მისი ქსელი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

JWT Metro  ექაუნთ მენეჯერი ანი გვათუა და  სტრატეგილადო მალაზონია ისაუბრებენ თემაზე: “100%-იანი ფასდაკლება ტატუსთვის“.

საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ალტაოქეის ზედგამოჭრილი ფასდაკლებების კამპანია;
  • კლიენტის ამოცანა და სააგენტოს ამოხსნა;
  • კამპანიის მენეჯმენტი და სტრატეგია;
  • წარმოდგენილი და წარმოუდგენელი შედეგები.

დრო: 17 მაისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


 

ღონისძიების სრული განრიგი:http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული:https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი:https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 0009 (270), 592077727

ბანერები