ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – HOLMES&WATSON-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის “ADS georgia” 2019 წლის სეზონის მეორე კვირეული დაეთმობა კრეატიულ სააგენტოს HOLMES&WATSON-ს, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და არაერთი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია აქვს განხორციელებული.

HOLMES&WATSON კრეატიული სააგენტოა, რომელიც ყველაფერს ექსტრაორდინარულ გადაწყვეტას უძებნის. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ნამდვილი ბრენდები და დავეხმაროთ მათ ჩამოყალიბებაში. ყოველ „ბრიფს“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით ვეკიდებით, მაგრამ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი რაღაც ახლის შექმნის პროცესით მოგვრილი სიამოვნებაა. სწორედ ამ სიახლეს სდევს თან ჯადოქრობა და შესწევს თვითმყოფადობის ძალა.
© HOLMES&WATSON

შეგიძლიათ იხილოთ ADS Georgia-ს პირველი სეზონის ფარგლებში HOLMES&WATSON- ის შეხვედრების ვიდეოლექციები:

  • ვინ ვართ ჩვენ? : https://bit.ly/2U9ZJe0
  • თიბისი ბანკის საკომუნიკაციო კამპანიები: https://bit.ly/2IuphjN
  • Geocell-ჯეოსელის საკომუნიკაციო კაპანიაზე „შენი ისტორიის ნაწილი“: https://bit.ly/2VHdCSr
  • Tegeta Motors – თეგეტა მოტორსის საკომუნიკაციო კამპანია: https://bit.ly/2UubHUG
  • Europebet-ის საკომუნიკაციო კამპანიაზე: https://bit.ly/2P6X181
  • მასობრივი კომუნიკაცია: https://bit.ly/2Uaf5PL
  • როგორ კეთდება ეფექტური რეკლამა: https://bit.ly/2v1N0zW


სააგენტოს ძირითადი საქმიანობებია: სტრატეგია, კრეატივი, დიზაინი და გრაფიკული სტუდია.

სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართება ორშაბათს, 15 აპრილს, და პარასკევს, 19 აპრილს.


დრო: 15 აპრილი, 19 აპრილი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

ბანერები