ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Gepra-ს კვირეული

ღონისძიებები

პროექტის ''ADS georgia – 2019'' წლის სეზონის შემდეგი შეხვედრა დაეთმობა საკონსულტაციო ჯგუფს Gepra, რომელიც 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე. დღეს ჯგუფი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანიზაციაა.

Gepra მისიას თავის კლიენტებსა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. Gepra უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ღირებულების, დამკვიდრებას.

Gepra პარტნიორებსა და კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო გამოცდილებაზე, უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიულ მომსახურებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება, 10 მაისს, პარასკევს.


დრო: 10 მაისი, 17:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 0009 (270), 592077727

ბანერები