ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Gepra – „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – ოსტერვალდერისა და პინიეს წიგნის ქართული გამოცემის განხილვა“

ღონისძიებები

პროექტის ADS georgia 2019 წლის სეზონის შემდეგი შეხვედრა დაეთმობა საკონსულტაციო ჯგუფს Gepra, რომელიც 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე. დღეს ჯგუფი  საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანიზაციაა. Gepra მისია თავის კლიენტებსა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.

Gepraმმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ისაუბრებს თემაზე: „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“  ოსტერვალდერისა და პინიეს წიგნის ქართული გამოცემის განხილვა“.

თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • შექმნის ინოვაციური მეთოდი, ტოპ 50 ახალგაზრდა ინოვატორის სიის წევრობა, წიგნის გაგრძელებები ფასეული შეთავაზება, TAM
  • რა არის ბიზნესმოდელი, ვინ და რატომ იყენებს. რა ტიპის ბიზნესმოდელები არსებობს, ბიზნესმოდელის ნიმუშები;
  • რა ნაწილებისგან შედგება ბიზნესმოდელი, რა არის ბიზნესმოდელის ტილო, 9 ბლოკის თავისებურებები;
  • ბიზნესმოდელის პროტოტიპების შექმნა, ინოვაციების გენერაციის ბლოკები.

დრო:10 მაისი,16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგიhttp://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმულიhttps://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) 

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

 



ბანერები