ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Elliot – „ვირუსული კონტენტი“

ღონისძიებები

პროექტის „ADS georgia“ 2019 წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა გლობალურ სარეკლამო სააგენტო Elliot-ს, რომელიც ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობს და საზღვარგარეთის ქვეყნებსაც მოიცავს.

Elliot Google-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად, მთავარი პრიორიტეტია Google adwords-ის კამპანიები.სააგენტოს სტრატეგიაა კლიენტის სურვილებისა და მიზნების სწორად განსაზღვრა.

Elliot-ის მმართველი პარტნიორი დავით ქომეთიანი ისაუბრებს თემაზე: „ვირუსული კონტენტი.“

საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სოციალური მედია;
  • ვიდეოკონტენტი;
  • პირდაპირი კონტაქტი.

დრო: 14 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 0009 (270), 592077727

ბანერები