ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – Elliot-ის კვირეული

ღონისძიებები

პროექტის „ADS georgia“ 2019 წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა გლობალურ სარეკლამო სააგენტოElliot-ს, რომელიც ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობს და საზღვარგარეთის ქვეყნებსაც მოიცავს.

Elliot Google-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად, მთავარი პრიორიტეტია Google adwords-ის კამპანიები.

სარეკლამო სააგენტოს მთავარი უპირატესობებია:

მრავალფეროვანი პლატფორმები – სააგენტო მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას: სოციალური მედიის მართვას, საიტების, თამაშების, აპლიკაციების დეველოპმენტს, დიზაინსა და კრეატივს, ბრენდინგს, ვირუსული კამპანიების დაგეგმვას, სთავაზობს ყველაფერს, რაც მარკეტინგის დიჯიტალ სამყაროს ეხება.

Elliot-ის სტრატეგია კლიენტის სურვილებისა და მიზნების სწორად განსაზღვრა. სააგენტოს მთავარი პლუსი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრებია.

სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართება ორშაბათს, 10 ივნისს, და პარასკევს, 14 ივნისს. 

დრო: 10 და 14 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგი: http://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები