ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 – BRID– „BrEnding-ი, როგორც დასრულებული ემოცია“

ღონისძიებები

პროექტის ''ADS georgia''2019 წლის სეზონის შემდეგი კვირა დაეთმობა გრაფიკული დიზაინის სტუდიასBRID, რომელიც დაფუძნდა საქართველოში და აერთიანებს მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების გუნდს.

BRID  კრეატიულ ბრენდებს ეხმარება საკუთარი შთამბეჭდავი ვიზუალური იდენტობის შექმნაში, რომელიც ინდუსტრიაში მათ გავლენას ზრდის, ასევე  ბრენდსა და აუდიტორიას შორის ხანგრძლივი ურთიერთკავშირის დამყარებაში სააგენტოს მიზანია აქცენტირება თითოეულ კლიენტზე, რომ ისინი მაღალი ხარისხის პროდუქტით უზრუნვეყოს. ამ შედეგების მისაღწევად გუნდის წევრები ცდილობენ კლიენტების მოთხოვნების მაქსიმალურად ზუსტ გაგებას, რათა შემდგომ  ეფექტური გზები შესთავაზონ თავიანთი ბიზსნესის განვითარებისათვის.

BRID-ის კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე და ქოფირაითერი ნიკა გარსენიშვილიისაუბრებენ თემაზე:BrEnding-ი, როგორც დასრულებული ემოცია“.

საუბრის თემა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ემოცია, როგორც სამიზნე;
  • ემოცია, როგორც საშუალება;
  • ემოცია, როგორც შედეგი.

დრო: 24 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგიhttp://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფიhttps://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 0009 (270), 592077727 

ბანერები