ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2019 –AdvertWise-ის შეხვედრა

ღონისძიებები

პროექტის „ADS georgia“ 2019 წლის სეზონის შემდეგი შეხვედრა დაეთმობა ციფრული მარკეტინგის  სააგენტოს  AdvertWise, რომელიც დაფუძნდა 2014 წელს. 2015 წელს სააგენტო გახდა Google-ის პარტნიორი, Google Analytics-ის სერტიფიცირებული პარტნიორი და Yandex Direct-ის ოფიციალური პარტნიორი.

„2014 წელს საქართველოს ონლაინ მარკეტინგულ ბაზარზე იგრძნობოდა პატარ-პატარა ბიძგები. გადავწყვიტეთ, ამ სფეროში ერთ-ერთი პიონერი ვყოფილიყავით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე მომსახურების შეთავაზება. ამ დროისთვის ვმუშაობდით კომპანიის სახელის გარეშე, ტრენინგებს ვატარებდით და ქართულ კომპანიებს ვემსახურებოდით. ასევე დავიწყეთ ჩვენი ადგილობრივი პროექტების განხორციელება, რითაც გვსურს წვლილი შევიტანოთ ქართული ინტერნეტმარკეტინგის სფეროს განვითარებაში. 2014 წლის ზაფხულში შევქმენით ბრენდი AdvertWise.“ © AdvertWise

კომპანიის საქმიანობა მოიცავს ონლაინმაკეტინგის სრულ სპექტრს:

Google AdWords, Google Analitics, social media Management Facebook ads, Instagram ads, Linkedin ads. Yandex ads. Yahoo/Bing Ads., Email marketing, SEO optimization.

სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 21 ივნისს.

დრო: 21 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორია


ღონისძიების სრული განრიგიhttp://bit.do/AdsGeo-ganrigi

სარეგისტრაციო ბმულიhttps://goo.gl/1ukviB

Facebook ჯგუფი: https://goo.gl/qoviDr

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები