ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასერტიფიკატო პროგრამა „ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სასერტიფიკატო პროგრამა „ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი“

სასერტიფიკატო პროგრამა „ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი“ განკუთვნილია იურისტებისთვის, ჯანდაცვის მენეჯერებისთვის, სტუდენტებისა და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ჯანდაცვის პოლიტიკით და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების ასპექტებით.  ასევე მათთვის, ვისაც სურთ გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჯანდაცვის მენეჯმენტში. 

სერტიფიკატი: სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

ხანგრძლივობა: 9 კვირა. ლექციები გაიმართება სამუშაო დღეებში, კვირაში სამჯერ, 19:00-დან 21:30 საათამდე.

პროგრამის პერიოდულობაწელიწადში ორჯერ (შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში). 

პროგრამის მოცულობა: 62.5 საათი.

სწავლების ენა: ქართული (დამატებითი საკითხავი მასალა იქნება ინგლისურ ენაზე).

მისაღები პროცედურებისასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა გამოცხადებულ ვადებში უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV); საბუთების მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

პროგრამის ღირებულება: 940 ლარი.

კორპორატიული ფასდაკლება: სამი ან მეტი თანამშრომელი მინუს10%.

სწავლების საგნები:

  • უფლება ჯანმრთელობაზე
  • პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საკითხები
  • ჯანდაცვის პოლიტიკა
  • ჯანდაცვის სამართალი და ბიოეთიკა
  • ჯანდაცვითი პროგრამების მართვა და ადმინისტრირება
  • ჯანდაცვის სისტემის რეგულირება
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მისი კავშირი ადამიანის უფლებებთან
  • ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კამპანიები
  • ფარმაციის პოლიტიკის საფუძვლები
  • საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სიტუაციური ანალიზი
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე, nina.kiknadze@gmail.com; 577 900 515

ბანერები