ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის შედეგები – სადოქტორო პროგრამებზე მიღება

ახალი ამბები

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ზეპირი გამოცდის შედეგები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდა 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშა კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 14 იანვარს, 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

გაითვალისწინეთ! სააპელაციო კომისიის მიერ დაწერილი ქულა საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

სააპელაციო კომისიის წინაშე ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 18 და 19 იანვარს დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით. გამოცდაზე დასასწრები ბმულისა და დროის შესახებ ინფორმაცია აპლიკანტს გაეგზავნება ინდივიდუალურად სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2022 წლის 20 იანვარს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

ბანერები