ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის შედეგები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ზეპირი გამოცდის შედეგები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდა 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშა კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

სააპელაციო კომისიის წინაშე ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 3 სექტემბერს დისტანციურად პროგრამა ზუმის გამოყენებით.

სააპელაციო კომისიის შეფასება საბოლოოა, კომისია თავიდან აფასებს აპლიკანტს და უფლებამოსილია მოუმატოს შეფასება, დატოვოს უცვლელი ან შეამციროს პირველადი შეფასება.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2021 წლის 6 სექტემბერს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები