ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის შედეგები - მიღება 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ზეპირი გამოცდის შედეგები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდა 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშა კონკურსს.                                                

პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 23 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

გაითვალისწინეთ! სააპელაციო კომისიის მიერ დაწერილი ქულა საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. სააპელაციო კომისიის წინაშე ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 25-26 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ 2023 წლის 24 იანვარს განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ . 

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2023 წლის 30 იანვარს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები