ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის შედეგები - მიღება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ზეპირი გამოცდის შედეგები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდა 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშა კონკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 16 და 17 იანვარს (10:00 დან-18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2020 წლის 21 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სიახლეებში.

მნიშვნელოვანია!  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის N 30-03 (14/01/2020)  ბრძანებით სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის პოლიტიკის მიმართულებას დაემატა 2, ხოლო ფილოლოგიის (ლიტერატურათმცოდნეობა) მიმართულებას 1 ვაკანტური ადგილი.  

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
ტელ.: 2 22 00 09 (206)

ბანერები