ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის განრიგი - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღებ ზეპირ გამოცდაზე დასასწრები ბმული და განრიგი საიდენტიფიკაციო კოდების მიხედვით იხილეთ აქ.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2021 წლის 31 აგვისტოს დისტანციურად პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გასაუბრების დროს პრეზენტაცია დოქტორანტმა უნდა გააზიაროს პროგრამა Zoom-ში. ბმულზე გადასვლის შემდეგდოქტორანტობის კანდიდატი შეიძლება მოხვდეს მოსაცდელ ოთახში და განრიგის მიხედვით დაიშვას გამოცდაზე.

დოქტორანტობის კანდიდატმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.

ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კონკურსს გამოეთიშება.      

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 1 სექტემბერს.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ლიკა ნოზაძე,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები