ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის განრიგი - მიღება 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ზეპირი გამოცდის განრიგი და აუდიტორიები საიდენტიფიკაციო კოდების მიხედვით იხილეთ აქ.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2023 წლის 17 და 18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოცდაზე დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ.

ზეპირ გამოცდაზე დოქტორანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.

მნიშვნელოვანია! ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „არქეოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა,სადოქტორო პროგრამის „სოციოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციალური მუშაობა“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კონკურსს გამოეთიშება.          

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდის შედეგები 2023 წლის 20 იანვარს გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 23 იანვარს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2023 წელი

ბანერები