ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

ზეპირი გამოცდის განრიგი – მიღება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე  მისაღები ზეპირი გამოცდის  განრიგი და ბმული საიდენტიფიკაციო კოდების მიხედვით  იხილეთ აქ.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2021 წლის 25 იანვარს დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. ზეპირი გამოცდის დროს დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათწუთიანი PP-პრეზენტაცია მის მიერ წარდგენილი სადოქტორო საკვლევი პროექტის შესახებ. გასაუბრების დროს პრეზენტაცია დოქტორანტმა უნდა გააზიაროს პროგრამა   Zoom-ში.  გამოცდაზე დასასწრებ ბმულზე გადასვლის შემდეგ დოქტორანტობის კანდიდატი შეიძლება მოხვდეს მოსაცდელ ოთახში და განრიგის მიხედვით დაიშვება გამოცდაზე.

ზეპირ გამოცდაზე  დოქტორანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

ის კანდიდატი, რომელიც ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, გამოეთიშება კონკურსს.                                                                                         

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდის  შედეგები გამოქვეყნდება  2021 წლის 27 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და ფაკულტეტის სიახლეებში.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძ
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები