ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

სადოქტორო კვლევითი განაცხადის საბოლოო შეფასებები და ზეპირი გამოცდის განრიგი პროგრამების მიხედვით

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე გამოცხადებული მიღების ფარგლებში სადოქტორო კვლევითი განაცხადის საბოლოო შეფასებები იხ.:https://bit.ly/3uUXscP

ზეპირი გამოცდების განრიგი პროგრამების მიხედვით იხ.აქ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისთვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom - ის გამოყენებით. ელ. პლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლია დოქტორანტობის კანდიდატი. გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმოთ გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა. სავალდებულოა გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას დისტანციურ რეჟიმში.

გამოცდის ბმული გამოიგზავნება აპლიკანტის ელ ფოსტაზე ფაკულტეტის კოორდინატორის მიერ.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 17 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

ბანერები