ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის (B2) გამოცდის შედეგების სააპელაციო შეხვედრის განრიგი

ახალი ამბები

ინგლისური ენის წერილობითი გამოცდის შედეგების აპელაციისთვის ინგლისური ენის გამოცდის საპრეტენზიო კომისიასთან შეხვედრა გაიმართება 13 დეკემბერს, 14:00 საათზე, A103 აუდიტორიაში (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32). შეხვედრისთვის განკუთვნილია საათ-ნახევარი.

მნიშვნელოვანია! აპლიკანტები გამოცდამდე 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ და იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ან პასპორტი). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის გარეშე აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან!

აპელაციაზე გამსვლელი აპლიკანტების სია საიდენტიფიკაციო კოდისა და დროის მითითებით იხილეთ აქ.

გაითვალისწინეთ! ინგლისური ენის გამოცდის ქულები აპელაციის გათვალისწინებით საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2022 წლის 15 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გამსვლელი ქულის (55 და მეტი) დაგროვების შემთხვევაში აპლიკანტი გადადის მე-3 ეტაპზე.

მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2022

 

ბანერები