ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადის შეფასებები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

 კვლევითი განაცხადის შეფასებები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 23 აგვისტოს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2021 წლის 30 აგვისტოს.

გაითვალისწინეთ!

სააპელაციო კომისიის შეფასება საბოლოოა, კომისია თავიდან აფასებს აპლიკანტის კვლევით განაცხადს და უფლებამოსილია მოუმატოს, დატოვოს უცვლელი ან შეამციროს პირველადი შეფასება.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2021 წლის 31 აგვისტოს, დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. გამოცდაზე დადასწრები ბმული და დრო განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს და ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელ.ფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 2021 წელი

ბანერები