ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადის შეფასებები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გასაუბრებას გაივლიან დარგობრივი კომისიის წინაშე. 

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით 2022 წლის 23 დეკემბერს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

გაითვალისწინეთ! სააპელაციო კომისიის მიერ დაწერილი ქულა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით 2023 წლის 9 იანვარს დაიდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2023 წლის 17 და 18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ 16 იანვარს განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს. ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ციფრული ჰუმანიტარია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ისტორია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „არქეოლოგია“  ზეპირი გამოცდის შეფასები სფორმა, სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა,სადოქტორო პროგრამის „სოციოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სადოქტორო პროგრამის „სოციალური მუშაობა“ ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მარიამ ჩორგოლაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

2022

ბანერები