ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადის შეფასებები – მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 18 იანვარს (10:00-დან18:00 საათამდე) უნივერსიტეტის უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2021 წლის 21 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2021 წლის 25 და 26 იანვარს დისტანციურად, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით. გამოცდაზე დასასწრები ბმულისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით (არა უგვიანეს 22 იანვრისა) უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სიახლეებში.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

მნიშვნელოვანია! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს.  ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები